დასახელება: კრიმინალების არმია ორიგინალური დასახელება: L'armee du crime ჟანრი: დრამა, სამხედრო, ისტორიული წელი: 2009 რეჟისორი: რობერტ გედიგიანი როლებში: სიმონ აბკარიანი, ვირჯინი ლედუაიენი, რობინსონ სტევენენი, გრეგუარ ლეპრენს-რენგე, ლოლა ნაიმარკი, იან ტრიგუ...
ფილმის შესახებ: გერმანელების
მიერ ოკუპირებულ პარიზში მუშა და პოეტი მისაკ მანუკიანი გარშემო იკრებს
ახალგაზრდათა ჯგუფს - ებრაელებს, უნგრელებს, პოლონელებს, რუმინელებს,
ესპანელებს, იტალიელებს, სომხებს - ვინც მზადაა ისეთი საფრანგეთისთვის
იბრძოლოს, როგორიც უყვართ - ადამიანის უფლებების სამშობლო. იატაკქვეშა
ბრძოლით, სიცოცხლის განწირვით ისინი გმირები ხდებიან. ტერაქტები, რომლებიც
ამ პარტიზანი უცხოელების მიერ არიან მომზადებული, გაწამებული არიან
გერმანელები და კოლაბორაციონისტები. ფრანგული პოლიცია ვერაფერს ხდება
მაგრამ... 1944 წლის თებერვალში 22 მამაკაცი და 1 ქალი სიკვდილმისჯილები
არიან. პროპაგანდა მათ ბოროტმოქმედთა არმიად რაცხთ, მათი სურათები წითელ
ფონზე, წრეშემოვლებული მთელ საფრანგეთშია გამოკრული. ეს ემიგრანტები,
რომლებმაც საფრანგეთისთვის თავი დადეს, ლეგენდა გახდნენ. ფილმი
მოგვითხრობს ისტორიის ამ ტრაგიკული ფურცლის შესახებ.